ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

17 ივლისი 2019, 09:02 1530 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერი ურსულა ფონ დერ ლეიენმა შეცვალა. გერმანელ პოლიტიკოსს 747-სავარძლიან ევროპარლამენტში ასარჩევად 374 ხმის მოპოვება სჭირდებოდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა 383 ხმა მოიპოვა. მის წინააღდეგ კი 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ის ჟან-კლოდ იუნკერს პირველი ნოემბრიდან შეცვლის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერლეიენი გაერთიანების ისტორიაში ევროკომისიის პირველი ქალი ხელმძღვანელია. იგი 2013 წლიდან იკავებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს. 

ურსულა ფონ დერ ლეიენმა პოლიტიკური კარიერა 43 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ, ის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია.

60 წლის ურსულა ფონ დერ ლეიენს შვიდი შვილი ჰყავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში