ხაბაძე შშმ პირს შეხვდა

19 აპრილი 2016, 00:00 4202 ნახვა

ხულოში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ჯემალ ჭელიძემ გუშინ პროტესტი შეწყვიტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. არჩილ ხაბაძე მას პრობლემის გადაჭრას დაპირდა.  ჯემალ ჭელიძე აცხადებს, რომ ხულოს გამგეობაში შეტანილი აქვს პროექტი, რომელიც შშმ პირებისათვის გაუმჯობესებულ გარემოს  შექმნას შეუწყობს ხელს. მთავრობის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა, რომ შეხვედრა ქუჩაში გაიმართა, რადგანაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ადაპტირებული არ არის.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში