სასჯელის ზომის განსაზღვრა - საკონსტიტუციო სარჩელი

18 ივლისი 2019, 11:06 1456 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სასჯელის ზომებს. ლევან ბარამიას სარჩელი მოითხოვს, რომ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა იმის მიხედვით შეიცვალოს როგორც იცვლება კანონის მიხედვით წლების მაქსიმალური ზომა. მაშინ როდესაც კანონის ცვლილების გამო მცირდება ამათუ იმ მუხლის სასჯელის ზომა, მოსარჩელე მიიჩნევს რომ უკვე პატიმრობაში მყოფი პირებისთვისაც უნდა შემცირდეს სასჯელი.

წლების განმავლობაში კანონში სასჯელის ვადების ცვლილების მიუხედავად, უკვე პატიმრობამისჯილ პირებზე ცვლილებები არ ვრცელდება და ისინი ციხეში იმ ვადით რჩებიან, რა ვადითაც პატიმრობა უკვე ძველი კანონის მიხედვით განესაზღვრა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში