''რუსთავი 2''-ის იურისტი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებამ აზრი დაკარგა

19 ივლისი 2019, 12:41 1193 ნახვა

ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის იურისტი ამბობს, რომ გუშინ შესაშური სისწრაფით განხორციელებული პროცესების შემდეგ, სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებამ აზრი დაკარგა, თუმცა დიტო საძაგლიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არხმა ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოიყენოს. 

''მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაში წილებზე საკუთრების უფლება და პლიუს შეიცვალა გენერალური დირექტორი, ამან ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გასაჩივრებას და მომავალში ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს. ეს ყოფილი დამფუძნებლების გადაწყვეტილებაა და ალბათ გაასაჩივრებენ. 

დიდ პალატის გადაწყვეტილების დროს რა მდგომარეობა იქნება "რუსთავი 2"-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებებმა, დიდი პალატის მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას, საერთოდ აზრი დაუკარგა'' - უთხრა აწარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დიტო საძაგლიშვილმა.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში