რუსთავი 2-ის საქმე ვაშინგტონში შეაფასეს

19 ივლისი 2019, 18:03 1686 ნახვა

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსთავის 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვაშინგტონში აფასებენ.  კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ  ოპოზიციური მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს. სტრონსკი ამბობს, რომ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა. “ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას.

მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო. ვფიქრობ, საქართველოს, ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო",  აცხადებს სტრონსკი. მაკკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი, კურტ ვოლკერი საუბრობს კანონის უზენაესობის დაცვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისთვის პატივისცემის მნიშვნელობაზე. თუმცა დასძენს, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნება. „საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა.

ვერ გექნება წარმატებული დემოკრატია, თუ მთელ ინფორმაციას ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს.— ამბობს ის. თავისუფალი მედია, კურტ ვოლკერის თქმით, ყველა პოლიტიკური მოთამაშის ინტერესშია. ის ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს ამ მიზნისკენ წავიდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში