„რუსთავი 2“ -თან დაკავშირებული დავები

19 ივლისი 2019, 21:26 1611 ნახვა

რა თქმა უნდა კვლავ აქტუალურია რუსთავი 2-ის საქმე და მის ირგვლივ შექმნილი ვითარება - ახლა უკვე ასპარეზზე ირაკლი ოქრუაშვილი ჩნდება და „რუსთავი 2“-ის 100-%-იანი წილის მისაღებად ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივის.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ იცის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დამოუკიდებელ მედიას, შესაბამისად ამბობს, რომ 80 პროცენტს ტელევიზიის 10 ჟურნალისტს დაუთმობს, თუ ისინი დავას გააგრძელებენ. მისივე განცხადებით 2004-2006 წლებში ხალვაში ტელეკომპანიის ნომინალური მფლობელი იყო, არხი კი სინამდვილეში მას ეკუთვნოდა - ხალვაში და მისი ადვოკატი კი მსგავსი დოკუმენტის, ან შეთანხმების არსებობას სიყალბეს უწოდებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში