საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე გაფართოებულ ფორმატში იმსჯელებენ

20 ივლისი 2019, 21:16 1028 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები და მედიაექსპერტები ამბობენ, რომ „რუსთავი 2-ს“ უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ შეინარჩუნებს სარედაქციო დამოუკიდებლობას და ამის ერთ-ერთი ბერკეტი საზოგადოებრივი საბჭოს ფუნქციონირება იქნება, რომელიც ფორმალური არ უნდა იყოს. ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს შექმნასა და ფუნქციონირებაზე თანხმობა არსებობდეს კომპანიის მფლობელის მხრიდან.

მესამე სექტორის წარმომადგენელები და მედიაექსპერტები, რომლებიც საბჭოში მოიაზრებიან ამბობენ, რომ „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი შეთავაზების გეგმა მათ შორის საზოგადოებრივ საბჭოს ფუნქციონირება იქნება გამოცდა არხის ახალი მენეჯმენტისთვის. საზოგადოება კი  გაიგებს რამდენად გულწრფელია ახალი ხელმძღვანელობა, როდესაც ის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე საუბრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში