პროტესტი ბიძინა ივანიშვილის სახლთან

21 ივლისი 2019, 12:20 1143 ნახვა

„მე მახსოვს გავრილოვის ღამე“- თბილისის პარალელურად მორიგი აქცია გაიმართა შეკვეთილშიც. სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბნენ და შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ  მოუწოდეს.

აქცია „ბლექ სი არენადან“ საპროტესტო მსვლელობითა და შეძახილებით დაიწყო და სასტუმრო „პარაგრაფთან“ ფოტოგამოფენით გაგრძელდა, რომელზეც ერთი თვის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები იყო ასახული. აქციის მონაწილეები ასევე, „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მოთხოვნების შესრულებამდე აქციებს არ შეწყვეტენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში