საერთაშორისო სწავლება ”Sea Breeze 2019”

21 ივლისი 2019, 21:06 1285 ნახვა

”Sea Breeze 2019” - ოდესაში ორ კვირიან საერთაშორისო სწავლებაში, საქართველოს სანაპირო დაცვა მონაწილეობდა. სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოქმედებების მიმართულებით აიმაღლეს ცოდნა. წელს წვრთნებში პირველად ჩაერთო, ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე".

ყოველწლიური საერთაშორისო საზღვაო სწავლება ”Sea Breeze 2019” ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“  ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის  ორგანიზებით ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში