უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა

22 ივლისი 2019, 15:02 1862 ნახვა

ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.  წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების 42 %  ზელენსკის პარტიამ  მიიღო, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8.64%, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინამ“ კი 8,33%.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა და 0,47 % მიიღო.

ზელენსკი პრორუსულ პარტია „ოპოზიციის პლატფორმასთან“ კოალიციას გამორიცხავს.  უკრაინის პრეზიდენტის მთავარი სამუშაო კორუფციის აღმოფხვრა იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში