ბათუმის აგრარულ ბაზარში 653კგ ხორცი ამოიღეს და ნაგავსაყრელზე გაანადგურეს

22 ივლისი 2019, 16:15 4057 ნახვა

ბათუმის აგრარულ ბაზარში სპეციალისტებმა 653 კილოგრამი ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს. 

საეჭვო წარმომავლობის ხორცი ბაზარში, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, სასაკლაოს გვერდის ავლით მოხვდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხორცი ადლიის ნაგავსაყრელზე დღეს, 22 ივლისს, გაანადგურეს.

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა. მიმდინარე წელს საეჭვო ხორცის აღმოჩენის ეს უკვე მეორე შემთხვევა. 

დღესვე სააგენტომ ვადაგასული ხორცის შენახვა-გამოყენების გამო, ორი კვების ობიექტი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, მავნე სურსათი კი ადგილზე განადგურდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში