გადაცემა "სირცხვილია" 20:20 საათზე რუსთაველის გამზირიდან

22 ივლისი 2019, 21:13 1582 ნახვა

შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციები #სირცხვილია ახალი ფრომატით გრძელდება.  ორგანიზატორების განცხადებით, მედიაპროექტის ფარგლებში, აქციიდან ყოველდღე, 20:20 საათზე სოციალური ქსელის მეშვეობით ერთსაათიანი გადაცემა გავა, რომელშიც მონაწილეობას აქციაზე მისული მოქალაქეები მიიღებენ.

დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას იღებენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

ორგანიზატორების განცხადებით, ამ ფორმით აპირებენ შექმნან კერა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ყოველდღე გაიგებენ, რატომ უნდა დატოვოს გიორგი გახარიამ თანამდებობა და რა შეცდომებს უშვებს მმართველი გუნდი.

აქცია პარლამენტთან, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 33-ე დღეა იმართება.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში