91 დღეში აჭარაში 112 ავარია მოხდა - დაიღუპა 5 ადამიანი - შსს-ს სტატისტიკა

23 ივლისი 2019, 11:27 3854 ნახვა

91 დღეში საქართველოში, სულ 1427 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მეორე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. 

აპრილში, მაისსა და ივნისში ავარიის დროს სულ 108 ადამიანი დაიღუპა, 1929 კი დაშავდა. 

ყველაზე მეტი, 725 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა, გარდაცვლილია 26, 841 მოქალაქე კი დაშავებულია. 

112 ავარიაა აღრიცხული აჭარაში, დაიღუპა 5, დაშავდა 165 ადამიანი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში მოხდა. დოკუმენტში წერია, რომ მეორე კვარტალში, აღნიშნულ რეგიონში 30 ავარია იყო.

აღრიცხული ავარიებიდან 333 შემთხვევაში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, 94 შემთხვევაში კი დაბრკოლებას, მაგალითად: ჯებირის, ბორდიურს, ხეს და ა.შ.

უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 67 ავტომობილი ამობრუნდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში ავარიის, სავარაუდო, მიზეზებზეც საუბრობენ. დოკუმენტში წერია, რომ 101 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა, გასწრების წესების დარღვევას და მოძრაობის აკრძალულ ზოლში გადასვლას.

ავარიის მიზეზი 76-ჯერ გახდა სიჩქარის გადაჭარბება. 43 შემთხვევაში კი მძღოლი ნასვამი იყო. 

 

 

ფოტო:არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში