თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდება

23 ივლისი 2019, 12:06 7617 ნახვა

თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდება. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხუთვაგონიანი შემადგენლობა ერზერუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.  

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნული რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაც იგეგმება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში