7 წლის გოგონა, რომელიც ქობულეთში ავარიის დროს დაშავდა, საქართველოდან წაიყვანეს

23 ივლისი 2019, 13:29 6226 ნახვა

7 წლის გოგონა, რომელსაც ავარიის დროს დედ-მამა და ძმა დაეღუპა, დღეს საქართველოდან ნათესავებმა წაიყვანეს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ექიმებმა მას ტრანსპორტირების უფლება მისცეს. 

გოგონა ქუთაისის კლინიკიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე რეანომობილით ჩაიყვანეს. სავარაუდოდ, ის მკურნალობის კურსს საუდის არაბეთში გააგრძელებს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სხვა პაციენტები კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს, ისინი არაბები და პოლონელები არიან.

ავარია 13 ივლისს მოხდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში