სურსათის ეროვნული სააგენტო: გაყინული ფრინველის ხორცის წონის 25 პროცენტი წყალია

23 ივლისი 2019, 21:12 8134 ნახვა

ფრინველის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 5 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს - ამის შესახებ ახალ რეგლამენტში წერია, რომელიც ნაწილობრივ ძალაში 2020 წლის თებერვლიდან შევა. ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, მიზნად ხარისხის კონტროლთან ერთად, მომხმარებლის უფლებების დაცვა სახელდება, რომლებსაც პროდუქტის ყიდვისას პრაქტიკულად წყალში უხდებათ ფულის გადახდა.

როგორც გაირკვა არის შემთხვევები, როდესაც მწარმოებელს წყლის შემცველობა ქათმის ხორცის გაყინვისას 20-30 პროცენტამდე აჰყავს, რაც უბრალოდ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი არაა, ეს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლის ქცევაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში