ბრიტანეთის მმართველი კონსერვატორი ბორის ჯონსონი გახდა

23 ივლისი 2019, 21:38 1815 ნახვა

ბრიტანეთის მმართველი კონსერვატორი ბორის ჯონსონი გახდა.  იგი ხვალიდან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ტერეზა მეის შეცვლის.  მეი ხვალ დედოფალ ელისაბეტს შეხვდება და გადადგომის შესახებ განცხადებას ოფიციალურად გადასცემს.

55 წლის  ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის  მომხრეა.  პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ნებისმიერ შემთხვევაში ოქტომბრის ბოლომდე დატოვებს. სხვათაშორის ევროსკეპტიკოსი ჯონსონის არჩევის გამო გაერთიანებული სამეფოს  მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი თანამდებობის დატოვებას აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში