სომხურ - კათოლიკურ ტაძარს ფონდი “ქართუ” აღადგენს

24 ივლისი 2019, 21:10 1235 ნახვა

ისტორიული ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ფონდმა „ქართუმ.“ საუბარია გამსახურდიას ქუჩაზე არსებული ეკლესიის შენობაზე, რომელიც სხვათაშორის ბოლოს შარშან დაზიანდა მასშტაბურად. საკულტო ნაგებობა ახლა საპატრიარქოს ბალანსზეა.

ცნობისთვის,  2018 წელს სომხური სამოციქულო ეკლესია სთავაზობდა ხელისუფლებას, არქივის მასალებზე დაყრდნობით, შენობა სომხური ეპარქიისთვის გადაეცა და ისინი თავად იზრუნებდნენ ამორტიზებული შენობის რეაბილიტაციაზე. საბოლოოდ შენობა საპატრიარქოს დარჩა, რეაბილიტაციას კი აჭარის კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პროექტის მიხედვით, „ქართუ“ აფინანსებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში