ორი ქართული კლუბი დღეს ევროპა ლიგაზე იასპარეზეს

25 ივლისი 2019, 10:58 1963 ნახვა

დღეს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. ევროტურნირების მეორე  რაუნდის შეხვედრებს ითამაშებენ თბილისის ,,დინამო’’ და საჩხერის ,,ჩიხურა’’.

დედაქალაქური გუნდი უკვე ესტუმრა აზერბაიჯანს, სადაც ადგილობრივ ,,გაბალას’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე ,,გაბალას’’ ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება. მატჩს შოტლანდიელი არბიტრები მოემსახურებიან. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 1 აგვისტოს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ,,დინამო’’ აზერბაიჯანულ ბარიერს დაძლევს, მისი შემდეგი მეტოქე გამოცდილი ჰოლანდიური ,,ფეინოორდი’’ იქნება.

საჩხერის ,,ჩიხურა’’ თბილისსში შოტლანდიურ ,,აბერდნის’’ მიიღებს. მატჩი ,,დინამო არენაზე’’  20:45 საათზე დაიწყება. 

განმეორებითი შეხვედრა შოტლანდიაში 1 აგვისტოს ჩატარდება. ორმატჩიან დუელში,,ჩიხურას’’ გამარჯვების შემთხვევაში მესამე ეტაპზე საჩხერელები ხორვატულ ,,რიეკას’’ შეხვდებიან.

დღევანდელი ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში