Euronews საქართველოში შემოდის

25 ივლისი 2019, 14:06 1655 ნახვა

Euronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს” შორის  დღეს გაფორმდა.

„ევრონიუს საქართველო“ ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება.

კომპანიის ინფორმაციით, „ევრონიუსსა“ და „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, „სილქნეტს“ შეემატება „ევრონიუს საქართველო“, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება „ევრონიუსის ბრენდის“ მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან. თავის მხრივ, „ევრონიუსი“ უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს.

„ევრონიუს საქართველო“ მოახდენს ევრონიუსის კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედიაკონტენტის პარალელურად.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში