ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმე

24 ივლისი 2019, 21:25 1593 ნახვა

10 წლის წინანდელი საქმის გამოძიება საქართველოს პროკურატურამ 1 წლის წინ დაიწყო. მაშინაც თიბისი ბანკის დამფუძნებლები ამბობდნენ, რომ ტრანზაქციები კანონიერი იყო. მას შემდეგ კი ხაზარაძე და ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან დაითხოვეს. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ბოლო ექვს თვეში კომპანიამ და აქციონერებმა დიდი ზარალი ნახეს.

ახლა კი მათივე თქმით ბიზნესი ახალ დარტყმას იღებს. ამის პარალელურად განცხადებების დონეზე ყველა თანხმდება, რომ ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. სწორედ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ ხედავენ ოპონენტები ბიძინა ივანისვილის ინტერესს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში