შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იმართება - ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს /პირდაპირი/

25 ივლისი 2019, 20:10 1635 ნახვა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება. უწყების ინფორმაციით მოსამართლის განჩინების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 4 პირი დააკავეს. 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით ერთი საათის წინ აიყვანეს.

საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი  თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს, მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით გამოკითხეს. 

გამოკითხვა 20-21 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენებს ეხებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვის დროს ხუმრობის ხასიათზე იყო. 20 ივნისის ღამეს კი პარლამენტში ხელფასის ასაღებად მივიდა. 

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში წავიდა, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში დაბრუნდა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. ოქრუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის წილებს ის ფლობდა. 

წილების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართა, თუმცა უარი უთხრეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში