მოქალაქემ სარფის საზღვარზე 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი შემოიტანა - საგამოძიებო სამსახური

26 ივლისი 2019, 10:25 3230 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში  არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი შემოიტანა.

მეორე მოქალაქემ კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმის გადმოტანა მოახერხა. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 161 000 ლარის ღირებულების საქონელი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

 

ფოტო:არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში