ვითარება სტიქიის ზონაში

26 ივლისი 2019, 18:25 1572 ნახვა

ამ მომენტისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში მდინარის წყლის დონე დასტაბილურდა და ადგილზე მძიმე ტექნიკა და სპეციალისტები მუშაობენ.  უხვი ნალექისა და მყინვარის დნობის გამო მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და წყლის მასა კალაპოტიდან გადმოვიდა და შემდეგ ღვარცოფად იქცა, ადგილობრივები სტიქიის განვითარებას ჰესების მშენებლობას უკავშირებენ, თუმცა მესტიის მერი აცხადებს, რომ სწორედ ჰესთან დაკავშირებულმა ჯებირებმა შეაკავეს მდინარე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში