გამოკითხვა შეკვეთილში მიმდინარე აქციაზე ხმაურის გადაჭარბების მიზეზით

27 ივლისი 2019, 12:30 1301 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოკითხვა ოზურგეთში. ოპოზიციის სამი წარმომადგენელი, მათ შორის ქობულეთის საკრებულოს წევრი,  პოლიციაში, შეკვეთილში მიმდინარე აქციის დროს, ხმაურის გადაჭარბების მიზეზით დაიბარეს.

გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ალტერნატივას“ წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, პოლიციაში ერთი და იმავე პირის   5 საჩივარია შესული,რომელთაგან  ერთი   აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა,    ამიტომ დაწყებულ გამოძიებას ისინი პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. გამოკითხვის პროცესს  „საია“-ს იურისტებიც ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში