რა შანსის გამოყენებაზე საუბრობს პრეზიდენტი ემიგრანტებისადმი მიმართვაში?

27 ივლისი 2019, 15:15 1090 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს, ისარგებლონ იმ კანონით, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ, საქართველოს მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

პრეზიდენტის თქმით, ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში