მოსკოვში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

27 ივლისი 2019, 17:40 1916 ნახვა

მოსკოვში დემონსტრანტებს და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, თუმცა პოლიცია მხოლოდ 295 დაკავებას ადასტურებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და კორდონი გაარღვიეს, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც.

არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულებს შორისაა ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში