ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება- შეფასებები

27 ივლისი 2019, 21:25 1274 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებას, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გავლენიან პოლიტიკოსზე შურისძიებას  უწოდებენ ოპოზიციაში. აქ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის+ დაკავებას, „რუსთავი 2-ის“ საქმესაც უკავშირებენ. თავად ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2 დღის წინ, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებებში, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში