.რა დაჯდება წლევანდელი„შუამთობა“?

27 ივლისი 2019, 21:10 1446 ნახვა

მოახლოებული სახალხო დღესასწაულისთვის  ემზადებიან ხულოში.   „შუამთობა“    ტრადიციულად, აგვისტოს პირველ-შაბათ-კვირას  აღინიშნება.     სპეციალურად   სტუმრებისთვის  გაიმართება კონცერტი ადგილობრივი  ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით,   მოეწყობა  სპორტული შეჯიბრებები  და    გამოფენები. 

ვიზიტორებს  ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების ნახვის საშუალებაც ექნებათ.  ცნობილია  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა, რომელიც  ღონისძიების  მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.    ჯამში სახალხო  ზეიმისთვის  35 ათას ლარამდე დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში