ავარიული სახლის მობინადრეები  დახმარებას ითხოვენ  

28 ივლისი 2019, 12:47 1380 ნახვა

ბათუმში, 9 მარტის ქუჩის 3 ნომერში მდებარე სახლის მობინადრეები  ამბობენ, რომ აქ  ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.შენობა  საუკუნეზე მეტი ხნისაა და   ავარიულია,  ჩამონგრეულია ჭერი და დაბზარულია კედლები. ავარიულ სახლში 7 ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, წლების განმავლობაში ითხოვდნენ აჭარის მთავრობისა და ქალაქის მერიისგან  დახმარებას.  

ამხანაგობის თავმჯდომარის  ინფორმაციით,   მათ შენობის დემონტაჟის საჭიროებაზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, რის შემდეგაც მერია ქირით გაყვანას და სახლის დანგრევას დაჰპირდა, თუმცა სახლის დემონტაჟის უფლება იმის გამო არ მიეცათ, რომ ეს შენობა „ჯეოგრაფიკის“ კვლევაში მოხვდა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ექსპერტიზის დასკვნას შენობის დემონტაჟის საჭიროებასთან დაკავშირებით იცნობენ. 

სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის განმარტებით,  ძეგლის სტატუსის  6 თვიანი ვადა 10 აგვისტოს იწურება.  იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო სტატუსს განმეორებით 6 თვით არ მიანიჭებს, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოვარდება, შესაბამისად აკრძალვა დემონტაჟთან დაკავშირებით ამ სახლზე ვეღარ გავრცელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში