''არ დააძინო ოლიგარქი'' ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაგრძელდება - ელგუჯა ბაგრატიონი

28 ივლისი 2019, 14:08 2020 ნახვა

ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ელგუჯა ბაგრატიონის დაკითხვა დასრულდა. ბრალის წარდგენის პროცედურა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მუხლი გადაკვალიფიცირდა,  მისივე ინფორმაციით გამოძიება 188-ე მიმდინარეობს,რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, თავდაპირველად გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობდა.

''ბრალი წამიყენეს, გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანება, 188-ე მუხლით. მე როგორც ვიცი ჩემთვის წარდგენილი ბრალი ჯარიმას ითვალისწინებს ან გამოსასწორებელ სამუშაოს.

საქმე ახლა სასამართლოში გადავა და იქ გაგრძელდება დავა,  ჩვენს სიმართლეს სასამართლოში დავამტკიცებთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, ეს არ არის რუსეთი და რუსული მეთოდებით ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ეს არის საქართველო და საქართველო გაცილებით დემოკრატიული ქვეყანაა. მას უნდა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს ამ ხელისუფლებას. 

ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია ''არ დააძინო ოლიგარქი და გააღვიძე ოლიგარქი'' გაგრძელდება. დღეს საღამოს ისევ შევიკრიბებით'' , -განაცხადა  ელგუჯა ბაგრატიონმა.

ოზურგეთის პოლიციასთან ელგუჯა ბაგრატიონის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობა, რაც დეპუტატის დაკითხვის დასრულების შემდეგ დაიშალა.

 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში