თუშეთში მომხდარი ავარიის ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

28 ივლისი 2019, 14:17 2674 ნახვა

ფშაველი-ომალოს გზაზე მომხდარი ავარიის ადგილზე მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის შედეგად სულ ექვის ადამიანია გარდაცვლილია. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

"ადგილზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-საშველო ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. ამ დროისთვის კვლავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, ნაპოვნია მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი.

სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ"- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში