ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის განცხადება 

28 ივლისი 2019, 15:13 1233 ნახვა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის განცხადებას, სადაც ზვიად კორძაძე აღნიშნავს,რომ დაცვის მხარეს რამდენიმე საათი რჩება დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად. შეფასებები მოჰყვა.  როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, დაცვის მხარე უშედეგოდ ცდილობდა განჩინების მიღებას, რომელიც საჭიროა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სასამართლოს არ გააჩნია შესაბამისი არგუმენტები გამოტანილ განაჩენზე.  თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში