ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - აქცია ბათუმის ბულვარში

28 ივლისი 2019, 15:20 1511 ნახვა

ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი ტარდება. 

ყველა მოქალაქეს C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა შეუძლია. მოქალაქეებმა თან პირადობის მოწმობა უნდა იქონიონ.  ჰეპატიტების მსოფლიო დღის კამპანია ამ მიმართულებით პოლიტიკის დახვეწასა და მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში