მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა - დაშავდა 4 პირი

29 ივლისი 2019, 18:16 1392 ნახვა

მე- 6  სართულიდან ჩავარდნილი ლიფტი, რომლის გამოყენებაზე ნებართვა გაცემული არ იყო, კომპანია „გრანდ სითის“ მშენებლობაზე.  ლიფტით 6 ადამიანი სარგებლობდა, ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ერთ -ერთ მათგანს საოპერაციო ჩარევა დაჭირდა, ერთს კი ტვინის შერყევა დაუდგინეს, თუმცა მედიკოსების თქმით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.  

 კომპანიაში აცხადებენ, რომ უცნობია ვინ მიიღო ლიფტის ექსპლუატაციაში შეყვანის გადაწყვეტილება, რადგან სამუშაოები დასრულებული არ არის და სატვირთო ლიფტით სარგებლობის ნებართვა არ იყო გაცემული. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, ფინანსთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ლიფტის ამუშავების ნებართვაზე მოთხოვნა, კომპანიას შეტანილი არ ჰქონდა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში