ელექტრომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ბულვარში ფეხითმოსიარულეს შეეჯახა

29 ივლისი 2019, 18:21 2137 ნახვა

შემოღებული აკრძალვები, რომელთა განხორციელება ვერ ხერხდება, ელექტრომობილები და სკუტერები ფეხით მოსიარულეებისთვის ისევ საფრთხეს წარმოადგენენ. ბულვარის ადმინისტრაციამ აკრძალვის შემდეგ 27 ჯარიმა დააფიქსირა, თუმცა პირველი ჯარიმა ძალიან მცირეა და 20 ლარს შეადგენს,  

რამდენიმე დღის წინ სკუტერს არასრულწლოვანი მართავდა, რაც ახალი რეგულაციებით დაუშვებელია.  ის ფეხითმოსიარულეს შეეჯახა. თავად გამქირავებლები ამბობენ, რომ მიუხედავად ტურისტების გაფრთხილებისა, ისინი აკრძალულ ზონებში მაინც შედიან. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში