უცნობმა პირებმა მედეას ძეგლი მოხატეს და უცენზურო წარწერებიც დატოვეს

30 ივლისი 2019, 10:39 4690 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მედეას ძეგლზე უცნობმა პირებმა უცენზურო წარწერები და ნახატები დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ ძეგლს დღეს მოაწესრიგებენ. 

''სანდასუფთავების'' სამსახურის წარმომადგენლის თქმით,  მედეას ძეგლი, რომ მოხატული იყო, თანამშრომლებმაც შენიშნეს და შესაბამის რგოლს აცნობეს. 

მათივე განმარტებით, მსგავსი წარწერების წაშლა საკმაოდ რთული პროცესია, საღებავის მოცილება სპეციალური ხსნარებით ხდება. 

ვინ მოხატა მედეას ძეგლი ამ ეტაპზე უცნობია. მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. 

მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ერთი ვიდეოთვალია დამონტაჟებული, მაგრამ მისი ხედვის არეალში მედეას ძეგლი არ ჩანს. 

შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები კი, მოქალაქეს მხოლოდ ფაქტზე შესწრების დროს აჯარიმებენ. 

მსგავსი ფაქტი გასული წლის ივლისშიც დაფიქსირდა. მაშინ მერიის სპეციალისტებმა ძეგლი სპეციალური ხსნარით გაწმინდეს და შავი საღებავით გაკეთებული წარწერები წაშალეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში