მაკონტროლებლები დიზელის საწვავის ხარისხს ამოწმებენ

30 ივლისი 2019, 11:42 2450 ნახვა

მაკონტროლებლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. კვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს შეესაბამება თუ არა სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავის ხარისხი კანონდებლობით დადგენილ ნორმებსა და მოთხოვნებს. 

დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში ბიზნესოპერატორს 8 000 ლარის გადახდა მოუწევს.

გარემოსდამცველები დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობას ამოწმებენ.

ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე სულ 120 სინჯი აიღეს.

უწყების ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება.  

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში