"ზაფხულის ზღაპარი" ბეშუმში - /ფოტორეპორტაჟი/

31 ივლისი 2019, 00:50 9857 ნახვა

აჭარაში, ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე, ხულოდან 30 კილომეტრში  „ზაფხულის ზღაპარი „- კურორტი ბეშუმი მდებარეობს.

სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ლამაზი კოტეჯები,  ხეებს შორის გაბმული ჰამაკები, ბავშვების ჟრიამული და მომღიმარი, დასვენებული სახეები - ეს კურორტი ბეშუმია.

ბეშუმის სუფთა ჰაერი მიწის და წიწვების არომატითაა გაჟღენთილი.  

ნაძვი,სოჭი და მრვალი სახეობის მწვანე მაღალი ხეები ამშვენებს ბეშუმს.

ხეებს შორის, მრავლადაა სოკოების მსგავსად შიგადაშიგ ამოსული მწვანე, წითელი თუ ცისფერი სახურავების ხის კოტეჯები.

ხშირად შეხვდებით ხიდან ხეზე გაბმულ ფერად ჰამაკებს, რომელიც განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა.

აქ დღის  ნებისმიერ მონაკვეთში გაიგებთ ჩიტების ჭიკჭიკს. შეხვდებით ხიდან-ხეზე მორბენალ ციყვებს.

ერთგვარი დასვენებაა ტყეში სოკოზე სიარული, სადაც უამრავი სახეობის, ფერის და ფორმის სოკოებს ნახავთ.

ერთი ბედნიერებაა , ბალახებში ან ფიჩხებში ჩამალულ სოკოს რომ აღმოაჩენთ. იპოვით მომწამლავ სოკოებსაც, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ, რომელია შხამიანი და რომელი არა.

ტყეში დასასვენებლად წასულები  ხის კევებსაც წააწყდებით. აქაურებისთვის „წიწიბოს“,  თუმცა მის მოსაპოვებლად ხე ფესვიდან უნდა დაათვალიეროთ.

ზომების მიხედვით ხის ქვეშ დაფენილ გირჩებსაც  უხვად ნახავთ.

ბეშუმის ცენტრში კი  ლამაზი ცხენები და მცირე საბავშვო ატრაქციონები დაგხვდებათ.

ღამის სიგრილეს კოცონი უხდებაო - ამბობენ აქაურები,  ჰოდა სახლებს შორის  აგიზგიზებულ ცეცხლსაც ხშირად წააწყდებით .

 

 

 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში