ლარმა არსებობის ისტორიაში 2,95-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა

30 ივლისი 2019, 17:14 2515 ნახვა

ლარი დოლართან მიმართებაში ანტირეკორდს ამყარებს. ლარმა არსებობის ისტორიაში 2,95-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.9507 ლარი ღირს, ევრო კი 3.2889.

დღეს დაანონსებული ოფიციალური კურსი ძალაში ხვალ, 31 ივლისს შევა. 

კიდევ უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც ერთი დოლარის შესაძენად სამი ლარი დაგჭირდებათ. 

გაუფასურებული ვალუტის ფონზე ძვირდება პროდუქტი, გაძვირებული საწვავის ფონზე კი შესაძლოა მალე პურის ფასიც გაიზარდოს - აცხადებენ ექსპერტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში