ზაფხულის ცხელ დღეებში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები 

30 ივლისი 2019, 21:19 2167 ნახვა

დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღე იყო. ბათუმის ქუჩებში განთავსებულ ელექტროტაბლოებზე 40 გრადუსი ფიქსირდებოდა. მედიკოსები რეკომენდაციებს ავრცელებენ - მიიღეთ სითხე, ეცადეთ შუადღისას არ ისეირნოთ მზეზე, სახლში შეინარჩუნეთ სიგრილე და იკვებეთ არამალფუჭებადი საკვებით.

სპეციალისტების რჩევები ძირითადად მოზარდების მშობლებმა ბავშვებისთვის და ხანდაზმულებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან რისკ-ჯგუფებში სწორედ ისინი შედიან. ზოგადი წესები კი ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ისევე როგორც ნებისმიერ დროს, ასეთ ცხელ დღეებში განსაკუთრებით სახიფათოა გარუჯვა 12-დან 16 საათამდე პერიოდში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში