ბათუმში სანაპიროზე მამაკაცი დაჭრეს

31 ივლისი 2019, 10:37 2860 ნახვა

ბათუმში, გვიან ღამით, სანაპიროზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას  მოჰყვა. დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

''ხმაური იყო, ახალგაზრდები ჩხუბობდნენ. შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აზუსტებს. 

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში