სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

31 ივლისი 2019, 12:01 1160 ნახვა

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც უხვი ნალექის დროს ქალაქიდან სანიაღვრე წყლებს ზღვაში გადატუმბავს 2020 წელს დასრულდება. ბათუმის მერიაში ვარაუდობენ, რომ ეს  ქუჩების დატბორვის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.  

სანიაღვრე სატუმბი სადგური კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, არდაგანის ტბის მიმდებარედ შენდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხებისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება. ბიუჯეტი 6 მილიონ 600 ათასი ევროა. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში