28 წლის ტურისტი, რომელიც მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, რეანიმაციაშია მოთავსებული

31 ივლისი 2019, 19:33 5024 ნახვა

უცხოელი ტურისტი, რომელიც ზღვაში დახრჩობას გადაურჩა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

მამაკაცი, ბულვარის სანაპიროდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ''მედცენტრში'' გადაიყვანა. 

ექიმების განმარტებით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას საჭირო პროცედურები ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციაშია მოთავსებული. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. ახალგაზრდა კაცი ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში