ბაზის დაკბენის შემთხვევები გაიზარდა

31 ივლისი 2019, 21:15 5710 ნახვა

აზიური ფაროსანას დამარცხების ფონზე, მიმდინარე სეზონზე ფუტკრისებრთა ოჯახიდან კრაზანების სიმრავლე შეინიშნება - ამის შესახებ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში საუბრობენ. კრაზანებით დაკბენის ფაქტებზე გაზრდილია სასწრაფო - სამედიცინო ჯგუფების გამოძახების შემთხვევებიც, თუმცა ამბობენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია.

ცნობილია რომ საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს. სხვათა შორის სწორედ კრაზანას ნაკბენს უკავშირებენ ზესტაფონში ახლახან ორი ადამიანის გარდაცვალებას. არსებობს თუ არა სპეციალური პროგრამა სახიფათო მწერებთან საბრძოლველად აჭარაში და რა ფასად სთავაზობს მომსახურებას სანდასუფთავების სამსახური მოქალაქეებს?

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში