ზვიად კუპრავას ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა

01 აგვისტო 2019, 11:53 1065 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად კუპრავას სასჯელის ზომად ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან, მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში