ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა

01 აგვისტო 2019, 12:55 3452 ნახვა

ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ჩაქვში. მატარებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეჯახა. 

ქობულეთის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს დაშავებული კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ის პროზექტურაში გადაასვენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ  გარდაცვლილია 41 წლის მამაკაცი. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში