დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ანგარიში

01 აგვისტო 2019, 13:29 1722 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტომ პროფესიული გადამზადების გზით დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ანგარიში წარადგინა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს 74 სამუშაოს მაძიებელი დაეუფლა. მათგან 56 კი საწარმოო პრაქტიკის პერიოდშივე დასაქმდა.

პროფესიული მომზადების სასწავლო კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობასთან ერთად უცხო ენების შესწავლასაც მოიცავდა. პროგრამას დასაქმების სააგენტო უკვე მე-2 წელია ახორციელებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ იმ კურსდამთავრებულებს, სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში