ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გამყარდა 

01 აგვისტო 2019, 17:40 1674 ნახვა

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 

ერთი დოლარის ღირებულება 2.9296 ლარია, ევრო კი 3.2328. 

ახალი კურსით ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა. 

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, აქედან 32 800 000 დოლარი გაიყიდა. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება სამ ლარზე მეტი იყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში