ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა

01 აგვისტო 2019, 18:10 1568 ნახვა

9 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლის შეურაცხყოფის გამო, ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს გამოუტანა.  პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს, მის საქმეს, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნორმა მოსამართლის შეურაცხყოფისთვის ბუნდოვანია და კონკრეტულ შემთხვევას არ შეესაბამება, რადგან პასუხისგებაში მიცემა ფაქტისთვის, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ პროცესის დროს და არ შეუშლია ხელი სამართალწარმოებისთვის, არაკონსტიტუციურია.

მოპასუხე მხარე არგუმენტად სასამართლო პრაქტიკას და ევროპული სასამართლოს იმ წესდებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის შეურაცხყოფის დაუსჯელობა, სასამართლო სისტემის მიმართ უპატივცემულობის პრაქტიკაში განხორციელებას უწყობს ხელს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში